15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას
მე-11 პავილიონში თბილისის
წიგნის დღეები გაიმართება.
ფესტივალის გენერალური
სპონსორი საქართველოს
ბანკია.თბილისის წიგნის
დღეების ფარგლებში
მომხმარებელს
შესაძლებლობა ექნება,
შეიძინოს ათობით
გამომცემლობის წიგნები,
აღმოაჩინონ ახალი
გამოცემები და ისარგებლონ
ფასდაკლებით. საგამოფენო
სივრცეში ასევე
გაიმართება შეხვედრები
მწერლებთან, ჩატარდება
დისკუსიები აქტუალურ
თემებზე, წარმოდგენილი
იქნება გასართობი და
შემეცნებითი
პროგრამები.ამასთან,
მომხმარებლებს
შესაძლებლობა ექნებათ,
ისარგებლონ საქართველოს
ბანკის სპეციალური
შეთავაზებით - დააგროვონ
30-ჯერ მეტი ქულა
საქართველოს ბანკის
პოსტერმინალზე PLUS ბარათით
გადახდისას. sCool Card-ითა და Student
Card-ით გადახდისას კი
მოსწავლეები და
სტუდენტები ისარგებლებენ
სპეციალური ფასდაკლებითა
და ქეშბექით.ეწვიე
თბილისის წიგნის დღეების
ფესტივალს, აღმოაჩინე
ახალი ლიტერატურული
თავგადასავლები და
განათლების გზაზე არ
გაჩერდე.საქართველოს
ბანკის ერთ-ერთი
პრიორიტეტი
ახალგაზრდებისთვის
ფორმალურ და არაფორმალურ
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი
40-ზე მეტ პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს. მათ შორისაა,
საქართველოს ბანკის
ინოვაციური ბიბლიოთეკები,
რომლებიც საქართველოს
მასშტაბით 11რეგიონის 24
სკოლაში ფუნქციონირებს და
18 000-ზე მეტი
ახალგაზრდისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ამასთან,
საქართველოს ბანკი ერთ
წელზე მეტია სტიპენდიების
პროგრამას ახორციელებს,
რომლის ფარგლებშიც 22
პარტნიორ უნივერსიტეტში
სტუდენტებს აძლევს
შესაძლებლობას, მიიღონ
სწავლის სრული ან
ნაწილობრივი დაფინანსება.
უკვე გამოვლინდა
საქართველოს ბანკის 160-ზე
მეტი სტიპენდიატი და მათი
რაოდენობა იზრდება.
საქართველოს ბანკის მიერ
Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა
გუჯეჯიანის სახელობის
სასტიპენდიო პროგრამის
ფარგლებში კი უკვე 60
ახალგაზრდა გაემგზავრა
დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და
გერმანიაში
სასწავლებლად.საქართველოს
ბანკის CSR პროექტების
შესახებ დეტალური
ინფორმაციის მისაღებად
შეგიძლიათ ეწვიოთ
ვებგვერდს: csr.bog.ge