კალიფორნიაში კვლავ ტყის
მასშტაბურ ხანძარს
ებრძვიან. ცეცხლმა
საცხოვრებელი სახლები
გაანადგურა. სტიქიის
ზონიდან 7 000=ზე მეტი
ადამიანია
ევაკუირებული.ცეცხლის
კერები მალიბუში,
კალიფორნიის სანაპიროს
მიმდებარედ სამი დღის წინ
გაჩნდა და უკვე 4 000 ჰექტარზე
მეტი ტერიტორია
გაანადგურა. სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოებში
2 000-ზე მეტი მეხანძრეა
ჩართული. დაღუპულების ან
დაშავებულების შესახებ
ინფორმაცია, ამ დრომდე, არ
გავრცელებულა. უცნობია
ხანძრის გამომწვევი
მიზეზებიც.