დღეიდან, კომიტეტებში
მომავალი წლის ბიუჯეტის
განხილვა იწყება. პროექტით,
2025 წლის მთავარ საფინანსო
დოკუმენტში ხარჯვითი
ნაწილი 31 მილიარდ 200
მილიონია, რაც მიმდინარე
წლის ბიუჯეტზე მეტია.
პროექტის თანახმად,
რეალური ეკონომიკური ზრდა
5.5%-ით არის
დაგეგმილი.მთავრობის
ეკონომიკური გუნდის
შეფასებით, ბიუჯეტის
პარამეტრები მეტყველებს
იმაზე, რომ ქვეყანა
ეკონომიურად სწორი
მიმართულებით ვითარდება
და ის მოსახლეობის
ინტერესებზეა
ორიენტირებული."მომავალი
წლის ბიუჯეტი წინასწარი
მონაცემით 31.2 მილიარდი
ლარია, რამდენიმე მილიარდი
ლარით იზრდება, ნაერთ
ბიუჯეტზე მაქვს საუბარი.
ესეც კიდევ ერთი ისტორიული
მაქსიმუმი დაფიქსირდება,
როგორც წინა წელს, გახსოვთ,
თითქმის 29 მილიარდამდე იყო,
კიდევ გახსოვთ რამდენიმე
თვის წინ 500 მილიონიანი
პროფიციტი, რომელიც
დაფიქსირდა და როგორ
განაწილდა ეს
ყველაფერი.თამამად
შემიძლია ვთქვა, რომ
განაგრძობს ჩვენი ქვეყანა
თავისი სამშვიდობო და
პრაგმატული პოლიტიკით იმ
ეკონომიკურ წინსვლას,
რასაც ბოლო წლებია
ვხედავთ,“ - აცხადებს
პარლამენტის ფრაქცია
”ქართული ოცნების”
თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი კირცხალია.