გამჭირვალობის კანონის შემდეგ, ბევრი არასამთავრობი ორგანიზაცია შანტაჟის ქვეშ მოექცა, აბულინგებდნენ მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც თანხების გასაჯაროებას არ აპირებდნენ - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 2 თვის წინ 30
გამჭირვალობის კანონის შემდეგ, ბევრი არასამთავრობი ორგანიზაცია შანტაჟის ქვეშ მოექცა, აბულინგებდნენ მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც თანხების გასაჯაროებას არ აპირებდნენ - ლევან მაჭავარიანი
„გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ბევრი არასამთავრობი ორგანიზაცია შანტაჟის ქვეშ მოექცა და მათ აბულინგებდნენ მსხვილი ენჯეოორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი თანხების გასაჯაროებას არ აპირებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.მაჭავარიანის თქმით, უფლება არ აქვთ, შემოსავლის გარეშე დატოვონ ის ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოში კეთილი საქმეების გაკეთებას.ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამაზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.„შედარებით მცირე „ენჯეოები“, რომლებიც შედარებით ემსახურებიან საქართველოში კეთილი საქმეების გაკეთებას, უფლება არ გვაქვს, იმ შემოსავლის გარეშე დავტოვოთ, რასაც იღებდნენ და საქართველოს ახმარდნენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. უფრო მეტი დეტალი ნელ-ნელა გახდება ცნობილი. ისინი შანტაჟის ქვეშ თუ მოექცევიან და გადაეკეტებათ ის დაფინანსება, რაც ჰქონდათ, რადგან არ აყვებიან მავნებელ „ენჯეოებს“, საშუალება ექნებათ, შესაბამის სტრუქტურას მიმართონ. ვისაც სხვა სახის დაფინანსება აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია, სხვა სახის დაფინანსებით ისარგებლოს. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც შეიძლება, ისეთი ბულინგის ქვეშ მოექცნენ, რამაც მათი დაფინანსების შეჩერება გამოიწვიოს. ვისაც ამ პროგრამაში ჩართვა არ სურს და სურს, რომ მთავრობა აკრიტიკოს, თუ სხვა საქმით იყოს დაკავებული, ეს სავალდებულო არ არის და შეუძლიათ, რომ ჩვეულებრიბად გააგრძელონ ფუნქციონირება იმ დონორი ორგანიზაციების საშუალებით, რითაც ფუნქციონირებდა, თუმცა გამჭირვალობა იქაც იქნება საჭირო. იცით, რომ „ფარას“ გადმოტანას ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია