თბილისში პოლიტიკური
შეფასებების თემაა
ორგანიზაცია
"საერთაშორისო
გამჭირვალობის"
განცხადება, რომელიც
შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოში ახლად
მიღებული კანონების
გამო.საერთაშორისო
ორგანიზაცია აცხადებს, რომ
ბოლო დროს მიღებული
ცვლილებები, მათ შორის,
გრანტების კანონი,
რომლითაც
არასამთავრობოებს უცხოური
დაფინანსებისთვის
მთავრობის თანხმობა
სჭირდებათ, ახალი სამიზნეა
სამოქალაქო
საზოგადოებისთვის და
არღვევს დემოკრატიის
პრინციპებს.მმართველ
გუნდში ორმაგ სტანდარტზე
საუბრობენ და ამბობენ, რომ
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა" სხვა
ქვეყნებში იდენტურ
კანონებს ემორჩილება,
რეგისტრირდება კიდეც
შესაბამის ბაზებში,
საქართველოში კი თემას
პრობლემურად მიიჩნევს და
პოლიტიკური მიზნით
იყენებს."გამჭვირვალობა
საქართველო" არის
ორგანიზაცია, რომელიც
წლების განმავლობაში
უცხოეთიდან, USAID-დან, NED-იდან
და სხვა ორგანიზაციებიდან
მიღებული დაფინანსებით
დღენიადაგ ცდილობდა ჩვენს
ქვეყანაში დესტრუქციის,
დესტაბილიზაციის შეტანას.
ტყუილებით ის გამოირჩეოდა
"გამჭვირვალობა
საქართველო".
გამჭვირვალობა არის ის
აუცილებელი პრინციპი,
რომელსაც დაექვემდებარება
აბსოლუტურად ყველა
ორგანიზაცია, ეს იქნება
ვალდებულება კანონით
გამომდინარე, შესაბამისი
სანქცირებით თუ კი რა თქმა
უნდა ვინმე შეეცდება და
თავს აარიდებს ამ
საკანონმდებლო დანაწესს", -
აცხადებს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილი.