გამოცდების ეროვნული
ცენტრი აბიტურიენტებს
მიმართავს. ცენტრი
რამდენიმე რეკომენდაციას
ავრცელებს და
აბიტურიენტებს მოუწოდებს,
ენდონ მხოლოდ შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას.„გთავაზობთ
მათემატიკის ჯგუფის მიერ
მომზადებულ 5 მნიშვნელოვან
რეკომენდაციას, რომლებიც
უნდა გაითვალისწინონ
აბიტურიენტებმა საგამოცდო
პროცესის დროს.აქვე, კიდევ
ერთხელ გთხოვთ, რომ ენდოთ
მხოლოდ შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას.5 რჩევა
აბიტურიენტებს -
მათემატიკის
გამოცდაშეგახსენებთ, რომ
საგამოცდო ტესტი შედგება 41
ამოცანისაგან. აქედან
პირველი 37 ამოცანიდან
თითოეულს თან ახლავს 4
სავარაუდო პასუხი,
რომელთაგან მხოლოდ ერთია
სწორი. ტესტის ამ ნაწილში
თითოეული ამოცანა ფასდება 1
ქულით სწორი პასუხის
მითითებისას, ხოლო 0 ქულით -
არასწორი პასუხის
შემთხვევაში;ამოცანებში
ოცდამეთვრამეტედან
ორმოცდაერთის ჩათვლით,
დადებითი შეფასების
მისაღებად, საკმარისი არ
არის მხოლოდ სწორი პასუხის
მითითება - აუცილებელია
ამოცანის ამოხსნის სრულად
ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები
ფასდება 3 ქულით, #40 და #41
ამოცანა ფასდება 4 ქულით.
ტესტის მაქსიმალური ქულაა
51;გაითვალისწინეთ, რომ
საჭირო არ არის ამოცანის
პირობის გადაწერა - მუშაობა
შეგიძლიათ პირდაპირ
ამოხსნით დაიწყოთ, ამით
დაზოგავთ დროსაც და
ადგილსაც პასუხების
ფურცელზე;ყურადღებით
გაეცანით საგამოცდო
პროგრამას. არ შეგხვდებათ
არც ერთი ის საკითხი,
რომელიც პროგრამაში არ
არის მოცემული;არ სწორდება
შავი ფურცლები. ამიტომ
თქვენი მუშაობის შედეგი
ზედმიწევნით უნდა
გადმოიტანოთ პასუხების
ფურცელზე კონკრეტულად ამ
დავალების პასუხისათვის
გამოყოფილ
ადგილას.შეფასებისა და
გამოცდების მათემატიკის
ჯგუფი გისურვებთ
წარმატებას!“-წერია
ინფორმაციაში.