
ევროპული კოსმოსური სააგენტო მერკურის სამ ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომლებზეც ყინულის კრატერები და მზის სხივებით განათებული პლანეტის ზედაპირი მოჩანს, – იუწყება SkyNews-ი.
ფოტოები კოსმოსური აპარატის, BepiColombo-ს მიერ არის გადაღებული.
კოსმოსურმა აპარატმა ასევე შეძლო დაეფიქსირებინა მერკურის ყველაზე დიდი კრატერი, რომლის სიგანეც 1496 კილომეტრს აღემატება.
BepiColombo – ევროპულ-იაპონური რობოტი-მკვლევარია. მან პლანეტის პირველი ახლო ფოტოები მას შემდეგ გადაიღო, რაც მერკურის ჩრდილოეთ პოლუსს 294 კილომეტრ სიმაღლეზე მიუახლოვდა.
წყარო: იმედინიუსი