გარემოს ეროვნული
სააგენტო 12-14 აპრილს
საქართველოში მოსალოდნელი
ამინდის შესახებ
ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს
დღეებში საქართველოში
გრილი და დროგამოშვებით
ნალექიანი ამინდი
შენარჩუნდება.თბილისში
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა
ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +14
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12
აპრილს გრილი და წვიმიანი
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა +9, +11 გრადუსი
დაფიქსირდება. 13-14 აპრილს
შედარებით გამოიდარებს და
+14,+16 გრადუსამდე
დათბება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და
წვიმიანი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +8, +10
გრადუსი დაფიქსირდება. 13-14
აპრილს შედარებით
გამოიდარებს და +16,+18
გრადუსამდე
დათბება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): ზოგან
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა 12 აპრილს
დღისით +7, +9 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 13-14
აპრილს +14, +16 გრადუსამდე
მოიმატებს.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 12 აპრილს ზოგან
მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +0, +5
გრადუსი დაფიქსირდება. 13-14
აპრილს გამოიდარებს და
ტემპერატურა +7, +12
გრადუსამდე
მოიმატებს.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +15
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +9, +14
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +7, +12
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით 0, +5 გრადუსი
დაფიქსირდება.