Georgian Airways-ის ხელმძღვანელი
თამაზ გაიაშვილი
„პრაიმტაიმთან“
აზერბაიჯანული
თვითმფრინავის
ჩამოვარდნის შესაძლო
მიზეზებზე
საუბრობს.„სამწუხარო
ფაქტი მოხდა ამ შობა-ახალი
წლის დღეებში. მწუხარება
მინდა, გამოვთქვა
დაღუპულთა ოჯახების და
აზერბაიჯანელი ხალხის
მიმართ.კადრები, რაც ჩვენ
ვნახეთ, რომელიც გავრცელდა
- თვითმფრინავის სალონი
დაშვების მომენტში -
ჩემთვის, როგორც
პროფესიონალისათვის,
ცხადი გახდა, რომ ეს იყო
ადამიანური ფაქტორი. რაღაც
არასტანდარტული მოხდა
თვითმფრინავში.
ჰერმეტულობა დაირღვა,
შეიძლება, ჩიტი დაეჯახა.
ამის მანიშნებელია ისიც,
რომ სასუნთქი ნიღბები
ჩამოიყარა და
თვითმფრინავი ავარიულ
დაშვებას აწარმოებდა.
ავარიული დაშვების დროს
კადრებში ვუყურებდით, რომ
თვითმფრინავი ეშვებოდა
ნორმალურად, მაგრამ დიდი
სიჩქარით, გამოშვებული
ბორბლებით.ვერ ვიტყვი, რომ
თვითმფრინავი უმართავი
იყო. როდესაც უკვე დაეშვა
დასაჯდომად, როგორც
დავინახე, მას მარჯვენა
მხარეს ჰქონდა დახრა.
დახრილობით, რომ დაჯდა,
წამოედო ფრთა, ამოყირავდა
თვითმფრინავი, დაენარცხა
მიწაზე და აფეთქდა.
ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვია
ადამიანურმა ფაქტორმა.
მფრინავებს, რომ უფრო
ცივსისხლიანად ემოქმედათ,
ალბათ, შესაძლებელი
იქნებოდა თავიდან
აცილება.რაღაც ვერსიას
ლაპარაკობენ, რომ
შესაძლებელია, რაკეტა
მოხვედროდა. რაკეტა, რომ
მოხვედროდა, თვითმფრინავი
უმალვე ჩამოვარდებოდა
დაბლა. მინიმუმ, სადაც
მოხვდებოდა, ის ადგილი
მოძვრებოდა და მას
დაშვების საშუალება არ
ექნებოდა. ეს
ზღაპარია.ფაქტი ერთია: ჩემი
პროფესიონალური თვალით,
მწყობრიდან რაღაც
გამოვიდა და მწყობრიდან
გამოსვლის შემდეგ,
ეკიპაჟმა იმოქმედა
ემოციურად. ამას ჰქვია
ადამიანური ფაქტორი.
ავიაკატასტროფა რომ
თავიდან აეცილებინათ,
ალბათ, ამის საშუალება
არსებობდა. რასაკვირველია,
როდესაც გამოძიება
დასრულდება და
შეისწავლიან შავ ყუთს,
სადაც იწერება
პარამეტრები ყველა იმ
აგრეგატის, რითაც მუშაობს
თვითმფრინავი, მფრინავებს
შორის ლაპარაკი
გამოჩნდება, რისი ბრალი
იყო. ყველაზე დიდი, 10 დღე
დასჭირდება, რომ სწორი
დასკვნა დადონ.
გამოვრიცხავ რაკეტებს.
ამბობენ იმასაც, რომ
თვითმფრინავის კუდზე
ნასვრეტები ნახეს. საფანტ
თოფს თვითმფრინავს არავინ
არ ესროდა. დაბლა
დანარცხების შემდეგ რაზე
გადაგორდა, კაცმა არ იცის.
ნასვრეტებით თვითმფრინავი
არ ჩამოვარდება და არც
ვარდება. ეს აბსოლუტურად
აბსურდია“, - ამბობს თამაზ
გაიაშვილი.- ერთ-ერთი
მგზავრი ამბობს, რომ
ავიაკატასტროფამდე
აფეთქების ხმა გაიგეს. რა
შეიძლებოდა
ყოფილიყო?„თვითმფრინავს
ბეღურაც რომ მოხვდეს,
შესაძლოა, ძალიან დიდი ხმა
ჰქონდეს. ადრე გვქონდა
შემთხვევა, რომ ბეღურა
მოხვდა ფრთაში, რომელმაც
დიდი დაზიანება გამოიწვია.
ბეღურის შეჯახებასაც კი,
შესაძლოა, ჰქონდეს დიდი
ხმა. თუ დიდი ფრინველი იყო,
მაგალითად, არწივი, ასეთი
რამეც მომხდარა, და თუ ის
ძრავში მოხვდა, ეს არის
ტრაგედია. ერთი ძრავითაც
დაჯდება თვითმფრინავი.
ფრთაში თვითმფრინავის
მოხვედრამ, შესაძლოა, დიდი
დაზიანება გამოიწვიოს,
მაგრამ კატასტროფას არ
გამოიწვევს“, - თქვა თამაზ
გაიაშვილმა.ბოლო
მონაცემებით,
ავიაკატასტროფას
სამგზავრო ლაინერის 67
მგზავრიდან 32 გადაურჩა.
დაშავებულთა ნაწილის
მდგომარეობა მძიმეა. ისინი
რეანიმაციულ
განყოფილებაში
იმყოფებიან.აზერბაიჯანული
ავიაკომპანიის კუთვნილი
თვითმფრინავის ბორტზე სულ
67 ადამიანი იმყოფებოდა,
აქედან 62 მგზავრი და
ეკიპაჟის ხუთი
წევრი.ავიალაინერი
ბაქოდან ქალაქ გროზნოში
მიფრინავდა, თუმცა კურსი
შეიცვალა. ის აქთაუს
აეროპორტიდან სამი
კილომეტრის დაშორებით
ჩამოვარდა.ყაზახეთის
ტრანსპორტის სამინისტროს
მონაცემებით, ბორტზე
აზერბაიჯანის 37 მოქალაქე,
რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე
ყაზახეთის ექვსი და
ყირგიზეთის სამი მოქალაქე
იმყოფებოდნენ.სამგზავრო
თვითმფრინავის
ჩამოვარდნის გამო,
აზერბაიჯანში 26 დეკემბერი
გლოვის დღედ გამოცხადდა.