„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს...“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

Primetime.ge 4 საათი წინ 1
„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს...“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თამარ ნემსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ცნობილი არქიტექტორ-რესტავრატორის, აღიარებული პროფესიონალის, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრის, ქალბატონ თამარ ნემსაძის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, ამ დარგის ასეთი სპეციალისტები ფრიად მცირენი გვყვანან.ქ-ნ თამარმა მთელი ცხოვრება ეკლესია-მონასტრების აღდგენას მიუძღვნა, იყო საქმეში დაუზარელი, მკაცრი და დედობრივად მზრუნველიც.იგი ასაკოვანი წავიდა ჩვენგან, მაგრამ მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ პიროვნებათა რიცხვს, რომელნიც ხანდაზმულობის ყველა ასაკშიც დიდად რომ აკლდებიან ჩვენს საზოგადოებას.ღმერთმა აცხონოს ქ-ნ თამარის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიანიჭოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
სრულად წაიკითხეთ სტატია