„პრაიმტაიმმა“
ექსკლუზიური ინტერვიუ
ჩაწერა ამერიკაში
მცხოვრებ ქართველ
ემიგრანტთან, გოგა
შალამბერიძესთან, რომლის
მიერ სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ვიდეოებს
ასიათასობით ნახვა
აქვს.უამბე ჩვენს
მკითხველს როგორ დაიწყო
ერთი რიგითი ქართველის
ამერიკული ცხოვრება? -
მინდოდა რაღაც ახალი, და ამ
ახალი გზისკენ საუკეთესო
გზად ამერიკა მესახებოდა.
თითქმის ყოველი მეორე
ადამიანი ამერიკაში
მიდიოდა. მამიდები
ამერიკაში ცხოვრობენ,
რამაც კიდევ უფრო დიდი
სტიმული მომცა.სამი წლის
წინ ყველაზე დიდი
მიგრაციის ტალღა დაიწყო.
მეც გადმოვედი
არალეგალურად, მექსიკის
გავლით. როგორც ირგვლივ
მყოფებისგან მესმოდა, ეს
გზა ყველასთვის ძალიან
რთული იყო, თუმცა მე
გამიმართლა — ბევრი
სირთულის გადალახვა არ
დამჭირვებია, სულ რაღაც ხუთ
დღეში უკვე ამერიკაში
ვიმყოფებოდი. ერთადერთი
გამართლება გზა იყო.
ჩამოსვლის შემდეგ
ამერიკული რეალობა ძალიან
მეუცხოება. ენა არ ვიცოდი,
ეს ჩემი მთავარი პრობლემა
გახდა. აქ სხვა გარემო, სხვა
ერია. მცხოვრებლები არც
ისეთი თბილი და
კეთილგანწყობილები არიან
მიგრანტების
მიმართ. ვიდეოებში ამბობ,
რომ საქართველოდან
ამერიკა სხვანაირი ჩანს, და
ადგილზე სულ სხვა რეალობაა,
რას გულისხმობ ამაში?-
ვფიქრობდი რომ
განსხვავებული სიტუაცია
დამხვდებოდა და
სამსახურის პოვნაც არ
გამიჭირდებოდა. დღეს
საშინელი კრიზისია,
ყველაზე მეტად სწორედ
სამსახურის პოვნა ჭირს და
თუ დაკარგავ, შეიძლება
მეორე სამსახურის პოვნაში
თვეებიც კი დაგჭირდეს.
სამი წელია რაც ამერიკაში
ვიმყოფები და ეს დრო
ძირითადად „აზრზე
მოსასვლელად“ დამჭირდა..
რომ ჩამოვედი, პირველი
საბუთი - მართვის მოწმობა
ავიღე. გავედი რეისზე, არ
ვიცოდი ინგლისური, არც GPS-ის
გამოყენება. დავდიოდი იქ,
სადაც ჩემი ავტომობილით
გადაადგილება აკრძალული
იყო.- ხშირად უკვირთ, რატომ
ვეღარ ბრუნდება ადამიანი
უკან, როცა ამერიკაში
ჩადის...- ამხელა გზის
გამოვლის შემდეგ უკან
დაბრუნება ნამდვილად
რთულია. ერთადერთი კარგი,
რაც აქ არის საკუთარი
შრომის დაფასებაა თუმცა
რის ფასად? მე ყოველდღე 16-17
საათს ვმუშაობ. ასეთივე
შრომის შემთხვევაში,
ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში
არანაკლებ თანხას
გამოვიმუშავებდი- როცა
გირეკავენ და გეკითხებიან:
„როგორია მანდ სიტუაცია?
ღირს თუ არა ჩამოსვლა? რას
პასუხობ.არასდროს
ვეუბნები, არ ჩამოხვიდე.
ყველას ვეუბნები: ჩამოდი და
საკუთარი თვალით ნახე.
მაგრამ უნდა იცოდე რომ,
მარტივი არ არის აქ
ცხოვრება.ერთ დღეს გგონია,
რომ სტაბილურად ხარ,
გეგმებს აწყობ და
მოულოდნელად ყველაფერს
კარგავ ახალი სამსახურის
ძიებაში.ჩემი ჩამოსვლის
დღიდან დღემდე უკვე ბევრი
სამსახური მაქვს
გამოცვლილი. ყველაფერი
ვცადე. ვთვლი, რომ როდესაც
სამუშაო ადგილი შენთვის არ
არის, იმ ადგილზე ფულადი
ვალდებულების არ ქონის
გამო გაჩერებას აზრი არ
აქვს, მით უმეტეს თუ ეს
ადგილი ჩემი კომფორტის
ზონას არ
აკმაყოფილებს.ბევრ
ქართველს ხვდები
ყოველდღიურად? - ნიუ-იორკში
ქართველების ყველაზე დიდი
მასაა — უმეტესობა
ბრუკლინში ცხოვრობს.
ვფიქრობ, აქ ჩამოსულმა
ყველა ქართველმა აუწყო
ფეხი ამერიკის ტემპს —
სხვაგვარად აქ უბრალოდ ვერ
გადარჩები.ძალიან ბევრჯერ
გამიგონია ასეთი ფრაზა:
„ქართველს არ ენდო,
ქართველი გაგყიდის.“ მე კი
ქართველის ნდობა
ყოველთვის მქონდა, და ამას
არაფერი შეცვლის. ჩემი
სამსახურიდან გამომდინარე
ყოველდღიური ურთიერთობა
მაქვს ადგილობრივებთან.
ძალიან უყვართ ქართველები
— თბილი და მეგობრული
დამოკიდებულება აქვთ.
ხშირად ამბობენ, რომ ბევრმა
შეიძლება კარგად არ იცის
ინგლისური, მაგრამ
ქართველები ყველაზე მეტად
ცდილობენ საუბარს მათ
ენაზე და ამას აფასებენ.
მოსწონთ ჩვენი კულტურა,
კითხვებზე პასუხის
გაცემის მანერა და ზოგადად
ქართველების
დამოკიდებულება
მათდამი.მოგიყვებით, რატომ
მიხარია ირგვლივ ამდენი
ქართველი, რომაა...ერთ-ერთი
სამუშაოს დროს უთანხმოება
მომივიდა მგზავრთან,
რომელიც ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეშ
იმყოფებოდა. ვუთხარი, რომ
მგზავრობას არ
განვახორციელებდი და
სჯობდა, სხვა მძღოლი
მოეძებნა. მგზავრი გახდა
აგრესიული ჩემს მიმართ. იმ
პერიოდში ენა ისე კარგად არ
ვიცოდი, ვერ შევძელით
კომუნიკაცია. სიტყვიერი
დაპირისპირება ფიზიკურში
გადაიზარდა. აგრესიას
აგრესიით ვუპასუხე. მალევე
დამიკავშირდა
დამქირავებელი კომპანია
და მაცნობა, რომ მოქალაქემ
სარჩელი შეიტანა ამ
ინციდენტზე,
მიჩივლა.სამწუხაროდ,
არანაირი დამამტკიცებელი
საბუთი არ გამაჩნდა ხელთ,
რომ ჩემი სიმართლე
დამემტკიცებინა.მაგრამ
ყველაფერი მოულოდნელად
შემოტრიალდა .როგორც
აღმოჩნდა, შემთხვევით ამ
დაპირისპირებას შეესწრო
ქართველი, ვისაც მანქანის
რეგისტრატორის მიერ
ჰქონდა ჩანაწერი.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი
ქართული ჯგუფის მეშვეობით
გამომეხმაურა და მომაწოდა
ვიდეო მასალა,
მტკიცებულება, რითაც
დამტკიცდა ჩემი სიმართლე.
ეს ყველაფერი ძალიან
ემოციური იყო. საბედნიეროდ,
სამსახურიც შევინარჩუნე
და პრობლემაც მარტივად
მოგვარდა.რატომ
გადაწყვიტე, იმ ვიდეოების
გამოქვეყნება, სადაც
მგზავრებთან უთანხმოება
გაქვს? ამის გამო ბევრი
გაკრიტიკებს და დიდი
აგრესიაც გამოიწვია შენს
მიმართ. „ყოველთვის, როცა
ამერიკიდან ვიდეოებს
ვაქვეყნებდი და აქაურ
ცხოვრებაზე ვყვებოდი,
ბევრი მიწერდა — რას უჩივი,
ამერიკაში ხარ, აიტანე,
შეირგე. მაგრამ არის
რაღაცები, რასაც გაუძლებ და
აიტან, და არის რაღაცები,
რასაც ვერ აიტან. სწორედ
ამიტომ გადავწყვიტე ამ
ვიდეოების გამოქვეყნება —
მინდოდა იმ ხალხისთვის
მწარე რეალობა
მეჩვენებინა. ვაჩვენო,
რეალურად რა მიჭირს და რა
გზის გავლა მიწევს.
საქართველოდან ეს
ყველაფერი ბევრად
სხვაგვარად ჩანს. @gogashalaa #foryou
#🇺🇸🇺🇸🇺🇸 #fyp #ფორიუ #foryoupage
#ფორიუზე ♬ sonido original - LYRICS.GT🎧
დღეს რომ არჩევანი მქონდეს,
ისევ ამ გზას გავივლიდი?ამ
სამი წლის განმავლობაში
იმდენი ტკივილი
გამოვიარე...დამეკარგა
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი
ადამიანი — მამა. ის მხოლოდ
მშობელი კი არ იყო, ჩემი
მეგობარიც იყო, ყველაზე
ახლო ადამიანი. თუ დღეს
დროის უკან დაბრუნების
შანსი მექნებოდა,
ერთადერთი მიზეზი, რის
გამოც ამ გზაზე უარს
ვიტყოდი, სწორედ ეს
უზარმაზარი ტკივილია,
რომელიც ემიგრაციაში,
მარტო გავიარე.ამერიკაში
ყოფნისას ვისწავლე დროის
ფასი. აქ მუდმივად ტონუსში
ხარ, დღის გრაფიკი
საათობრივად გაწერილი
მაქვს — როდის რას ვაკეთებ.
მგონია, რომ ასე სწრაფად
დრო სხვა არც ერთ ქვეყანაში
არ გადის, როგორც აქ. ჩემი
გადმოსახედიდან, ასეთი
ცხოვრება — მხოლოდ
ამერიკაშია
შესაძლებელი.რას ეტყოდი იმ
ადამიანებს, ვინც ნეგატიურ
კომენტარებს გიწერს,
მაგალითად, ბევრმა დაწერა:
„ნუ არცხვენ საქართველოს
და
ქართველებსო“?თვითშეფასებისგან
თავი შეიკავონ. ამ ხალხს
ეტყოდი, რომ ნაჩქარევ
გადაწყვეტილებებს ნუ
მიიღებენ და ნაჩქარევად ნუ
დაწერენ მსგავსი სახის
კომენტარებს. რეალურად
არავინ არ იცის იმ მომენტში
მე რას განვიცდიდი და რა
მდგომარეობაში ვიყავი.
@gogashalaa Replying to @qeti_b #foryou #🇺🇸🇺🇸🇺🇸 #fyp
#ფორიუ #foryoupage #ფორიუზე ♬ sonido
original - LYRICS.GT🎧