გაკოტრებულები არიან ე.წ ოპოზიციური პარტიები, მათ სიებზე კომენტარი ზედმეტი იქნება - ირაკლი ზარქუა

Primetime.ge 2 თვის წინ 90
გაკოტრებულები არიან ე.წ ოპოზიციური პარტიები, მათ სიებზე კომენტარი ზედმეტი იქნება - ირაკლი ზარქუა
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მათი ყოფილი წევრები, რომლებმაც დაკისრებულ ვალდებულებას თავი ვერ გაართვეს, გაკოტრებულ ოპოზიციაში იკრიბებიან.როგორც ირაკლი ზარქუამ გადაცემა "დღის კურიერში" აღნიშნა, გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანება იმიტომ სცადა, რომ მათ რეალურად ბარიერის გადალახვა უჭირთ."გაკოტრებულები არიან ე.წ ოპოზიციური პარტიები, რადიკალები. ვინც შეირცხვინა თავი, ზოგმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, ზოგმა მოღალატეობრივი საქმიანობით, ზოგმა არაპროფესიონალიზმით, ვინც თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას პოლიტიკის გარეშე არ ჩერდებიან და ახლა იკრიბებიან.გახარიას სია კომენტარსაც არ იმსახურებს ჩვენი მხრიდან. მათგან რას უნდა ველოდოთ, ერთმანეთს ატყუებენ. გახარიას ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდა. ამიტომაც პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია, პატრონების დაკვეთით, ხაზარაძის, რომელიც არის ხანდაზმული თაღლითი და მოღალატე გახარიას, გაერთიანება სცადა იმიტომ, რომ ორივე არის ურეიტინგო, უთავმოყვარეო, უპრინციპო. ქართველი კაცი ამას რანაირად გაატარებს. მათ სიებზე კომენტარი ზედმეტი იქნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია