გაზრდილი მგზავრთნაკადის
გამო, საქართველოს
რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს
თბილისი-ფოთი-თბილისის
მიმართულებით დამატებით
რეისებს ნიშნავს.
ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს რკინიგზა
ავრცელებს.29-30 დეკემბერს
მატარებლები თბილისიდან
დილით, 08:50 საათზე გავა,
ფოთიდან კი საღამოს 17:15
წუთზე გამოვა.რკინიგზის
ცნობით, ბილეთების შეძენა
შესაძლებელია: რკინიგზის
ვებგვერდის საშუალებით,
სწრაფი გადახდის
აპარატებით, საქართველოს
რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის
პარტნიორი კომპანიების
მეშვეობით.