Forbes-ის ინფორმაციით, წმინდა მოგების მიხედვით, უმსხვილესი რუსული კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგში, 2023 წლის ლიდერმა – „გაზპრომმა“ არამხოლოდ დაკარგა თავისი პოზიცია 2024 წელს, არამედ, ტოპ ასეულშიც ვეღარ მოხვდა.
პირველად 25 წლის მანძილზე, „გაზპრომმა“ 2023 წელი 629 მილიარდი რუბლის ზარალით დახურა, ხოლო ერთი წლით ადრე მისმა მოგებამ 1,23 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
კომპანიის შიდა ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაზის ექსპორტის წინა დონემდე აღდგენა შეუძლებელი იქნება.
„გაზპრომის“ ზარალის მთავარი მიზეზი გაზის მოპოვებისა და ევროპისთვის მიწოდების მკვეთრი ვარდნა იყო, რაც უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
ყველაზე მომგებიანი რუსული კომპანიების რეიტინგში ახალი ლიდერია „როსნეფტია“, რომელმაც 2023 წლის ბოლოს მიიღო წმინდა მოგება 1,529 ტრილიონი რუბლი. რეიტინგის 100 საუკეთესო მონაწილის მთლიანმა მოგებამ 13,2 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.