გაეროს გენერალური
მდივანი ანტონიო
გუტიერეში მიხეილ
ყაველაშვილს საქართველოს
პრეზიდენტის თანამდებობის
დაკავების
ულოცავს.“თქვენო
აღმატებულებავ, მინდა
მოგილოცოთ საქართველოს
პრეზიდენტის თანამდებობის
დაკავება. გაერთიანებული
ერების ღირებული
პარტნიორია საქართველო და
მოუთმენლად ველი ჩვენი
თანამშრომლობის
გაღრმავებას საერთო
მიზნების მისაღწევად.
ერთად შეგვიძლია
გავაძლიეროთ 2030 წლის დღის
წესრიგში და მომავლის
პაქტში ასახული
პრინციპები და
იმავდროულად ვიმუშაოთ
დემოკრატიული
ინსტიტუტების
გაძლიერებაზე, გენდერული
თანასწორობის და
ინკლუზიურობის
ხელშეწყობაზე, ადამიანის
უფლებების პატივისცემაზე.
ვემხრობი ამ მიზნებისადმი
ერთგულების განახლების
იდეას, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციისა და
სხვა პარტნიორების
მხარდაჭერით. წარმატებებს
გისურვებთ თქვენი
მოვალეობების
შესრულებაში! თქვენო
აღმატებულებავ, გთხოვთ
მიიღოთ თქვენდამი ჩემი
უდიდესი პატივისცემის
დასტური” - ნათქვამია
ანტონიო გუტიერეშის
მილოცვაში.