გადახედონ "ხალხის ძალის" წერილებს და იქ წაიკითხავენ ზუსტად იმ სიტყვებსა და პათოსს, რომელიც რუბიოს განცხადებაშია - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 საათი წინ 3
გადახედონ "ხალხის ძალის" წერილებს და იქ წაიკითხავენ ზუსტად იმ სიტყვებსა და პათოსს, რომელიც რუბიოს განცხადებაშია - გურამ მაჭარაშვილი
"ახლა მინდა ვუთხრა იგივე ელჩებს, ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, სხვა ქვეყნის ელჩებს, აქაურ არასამთავრობო რადიკალურ წევრებს, რომ სად ხართ ახლა? გამოდით და დაგმეთ სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ შეცდომა იყო უკრაინის მხრიდან ამ ნაბიჯზე წასვლა" - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი, შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება."გადახედონ ხალხის ძალის წერილებს და იქ წაიკითხავენ ზუსტად იმ სიტყვებს და იმ პათოსს, რაც არის ამ შემთხვევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ბატონი რუბიოს განცხადებაში, რომ იყო სამწუხაროდ შეცდომა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ უკრაინა შეიყვანეს შეცდომაში. ვგულისხმობ ომის დაწყებას. შესაბამისად, 100 წლით უკან დახიეს. წლებზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვწერდით ამას. დღეს ამას ამბობს უკვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ახლა მინდა ვუთხრა იგივე ელჩებს, ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, სხვა ქვეყნის ელჩებს, აქაურ არასამთავრობო რადიკალურ წევრებს, რომ სად ხართ ახლა? გამოდით და დაგმეთ სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ შეცდომა იყო უკრაინის მხრიდან ამ ნაბიჯზე წასვლა, რომ 100 წლით უკან დაწია უკრაინა ამან. სად არიან? გამოვიდნენ და დაგმონ რუბიოს ეს განცხადება, უთხრან თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არ არის სწორი სახელმწიფო მდივნის განცხადება და მათი განცხადებები იყო სწორი ბომბების ჩამოცვენასთან დაკავშირებით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია