მისი განცხადება
აბსოლუტურად არანაირ
ინტერესს არ იწვევს
გამომდინარე იქიდან, რომ
მას შემდეგ, რაც მოხდება
ახლად არჩეული
პრეზიდენტის ინაუგურაცია,
მისი უფლებამოსილება
ავტომატურად შეწყდება, -
განაცხადა განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ.დეპუტატი
სალომე ზურაბიშვილის
განცხადებას გამოეხმაურა,
რომ ის ორბელიანის
სასახლის და პრეზიდენტის
თანამდებობის დატოვებას
არ აპირებს.„მთელი ის
მოღალატეობრივი
საქმიანობა, რომელიც
განსაკუთრებით ბოლო ორი
წლის განმავლობაში მისი
[სალომე ზურაბიშვილის]
ხელმძღვანელობით და
უშუალო ჩართულობით
ქვეყნის საზიანოდ
წარმოებდა როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე ქვეყნის
გარეთ, მხოლოდ იმაზე იყო
ორიენტირებული, რომ მას
პოზიცია შეენარჩუნებინა.
მისი განცხადება
აბსოლუტურად არანაირ
ინტერესს არ იწვევს
გამომდინარე იქიდან, რომ
მას შემდეგ, რაც მოხდება
ახლად არჩეული
პრეზიდენტის ინაუგურაცია,
მისი უფლებამოსილება
ავტომატურად შეწყდება“, -
აღნიშნა მიქანაძემ.