საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ლიპყინულის
გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა
თავისუფალია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მლეთა-გუდაურის,
გუდაური(ფოსტა)–კობის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მხოლოდ
ზვავდამცავი გვირაბების
გავლით.