გაგრის დაცემის დღესთან
დაკავშირებით, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წევრები და
უმაღლესი საბჭოს
დეპუტატები თბილისის
ილორის წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიაში
იმყოფებოდნენ.ტაძრის
წინამძღვარმა დეკანოზმა
ლევან ჯანაშიამ 1992 წელს
გაგრაში განვითარებული
ტრაგიკული მოვლენების
დროს დაღუპულთა სულების
მოსახსენებელი პანაშვიდი
გადაიხადა.პანაშვიდს
აფხაზეთის მთავრობისა და
დევნილი საზოგადოების
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.