
პოეტი გაგა გოგსაძე:
პრემიერადწოდებულის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს კიდევ ერთხელ გაწირვა. ალბათ მარტივია, უღალატო იმას, რაც საერთოდ არ გიყვარს. დღევანდელი დღე და კობახიძე-პაპუაშვილის მიერ, ძმათა სასაფლაოზე ნათქვამი სიტყვები უდრის ქვეყნის ბოდიშს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გორში “დააანონსა”. ძმათა სასაფლაოზე, ქართველი გმირების სამუდამო განსასვენებელთან, პირდაპირ ეთერში ჩადენილი სამშობლოს ღალატი და ხელოვანთა დიდი ნაწილის დუმილი. ეს ისეთი ჯოჯოხეთური სურათია, რომ რიუნოსკე აკუტაგავასაც კი შეშურდებოდა.
საქ-მწერ-კავშირისა და მწერალთა სახლის ხშირ სტუმართა პირადი გვერდები გადავათვალიერე. პატრიოტულ-რელიგიური რითმების რახარუხი და დუმილი. ვიდეოკადრები ქოცნების პროპაგანდისტულ-მოღალატეობრივი Pos-tv-დან და იმედიდან, ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ორგანიზებული პოეზიის საღამოები რეგიონებში.
“ლექსის” ზეიმები სამშობლოს ღალატის ჩარჩოში. რთულია, რომ ასეთ დროს ზვიად რატიანი არ გაგახსენდეს. ციხის საკანში გამოკეტილი ნამდვილი, დიდი პოეტი, რომელიც დღეს არ და ვერ გაჩუმდებოდა. #დროთავისასიტყვის და თქვენ დამსახურებულად გაირიყებით!!! #მხობაოლიგარქიას! #თავისუფლებარეჟიმისტყვეებს! სტუმარი მრავლისმნახველი ბრმების დუმილს გარიყავს ალბათ, ზღვა ჩამოვიდა ჩემს სიზმარში გვამივით მშრალი. მოჰქონდა მხოლოდ ჩუმი ხმები დამხრჩვალი სიტყვის, იტყვის, ქაღალდის გრძელი ხიდი ჩვენ რომ გადავწვით, მერე ღვთიური კაბელივით გაჭიმულ თოკზე, მუნჯ მელექსეთა უღიმღამო სტრიქონებს გაფენს. მზე გამთვარდება უხერხემლო ლექსების დამბლით, ვითომპოეტთა ნაცოდვილარს რომ ვერ შეეხოს. ზღვა ჩამოვიდა ჩემს სიზმარში, იკლავდა ტალღებს… ნაღალატევი საქართველოს ლურჯი გოდება.