გაბრიელიუს ლანდსბერგისი - დემონსტრანტები როდესაც ბელარუსში დაარბიეს, დაწესდა ევროპული ემბარგო აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენებოდა, ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთვის

Primetime.ge 2 კვირის წინ 44
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - დემონსტრანტები როდესაც ბელარუსში დაარბიეს, დაწესდა ევროპული ემბარგო აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენებოდა, ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთვის
დემონსტრანტები როდესაც სასტიკად სცემეს ბელარუსში, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ამ დანაშაულების ჩასადენად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციაურ ქსელში წერს.„2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ დაარბია დემონსტრანტები მინსკში, დაწესდა ევროპული ემბარგო ყველა აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა დავიწყოთ მსგავს ნაბიჯზე ფიქრი. თუ მთავრობა იყენებს დასავლურ აღჭურვილობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რატომ ხორციელდება ამ დრომდე მისი ექსპორტი?“, – აცხადებს ლანსდბერგისი მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. When protestors were brutally beaten in Belarus, there was a European embargo on exports of equipment used for committing the abuses. We can, and should, do the same for Georgia, as soon as possible. pic.twitter.com/iv6YxBBgqW — Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) December 7, 2024
სრულად წაიკითხეთ სტატია