“ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა” - მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა

Primetime.ge 1 კვირა წინ 16
“ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა” - მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა
ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში UFC- ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სასიხარულო ამბავზე წერს.„ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა!UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერ მსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა!უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!“, – წერს ბერი ანდრიას ფონდი.
სრულად წაიკითხეთ სტატია