ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

News.ge 2 კვირის წინ 35
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

სოფიას ცსკა-ს გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარელი ჟურნალისტი მეტოდი შომონოვი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ს “დინამოდან” “გრანადაში” განათხოვრებული ქართველის თამაშით კლუბის სკაუტები აღფრთოვანდნენ და უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება ბულგარეთის ჩემპიონატში.
შეგახსენებთ, სოფიას ცსკა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს. ქართველმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 13 მატჩი გამართა, თავი კი ერთი გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

სრულად წაიკითხეთ სტატია