ბუდუ ზივზივაძემ მეორე
ბუნდესლიგაში მორიგი გოლი
გაიტანა, მაგრამ ამან
„კარლსრუეს“ ბერლინის
„ჰერტასთან“ მაინც ვერ
უშველა და მიმდინარე
სეზონში პირველად
დამარცხდა – 1:3.მე-10 ტურის
მატჩი „კარლსრუემ“ შინ
ჩაატარა, საქართველოს
ნაკრების თავდამსხმელმა
შეუცვლელად ითამაშა, გოლი
გაიტანა და თავის გუნდში
საუკეთესო შეფასება, 7.7 ქულა
დაიმსახურა.სტუმრებმა
ანგარიში მე-9 წუთზე
გახსნეს. „კარლსრუეს“
შეეძლო ანგარიშის
გათანაბრება, მაგრამ
გუნდის კაპიტანმა,
ვანიჩეკმა პენალტი (30) ვერ
გამოიყენა. თუმცა
შესვენებამდე (45+3)
მშვენიერი თავური
დარტყმით ზივზივაძემ
წონასწორობა მაინც
აღადგინა.მეორე ტაიმში
ბერლინელებმა ორი გოლი
გაიტანეს და საბოლოოდ 3:1
მოიგეს. „კარლსრუე“ 10
ტურის შემდეგ 19 ქულით
მესამე პოზიციაზე
დაქვეითდა.ბუდუ
ზივზივაძემ მეორე
ბუნდესლიგის მიმდინარე
სეზონში შვიდი გოლი
გაიტანა, ორი საგოლე
გადაცემა მიითვალა და
ბომბარდირთა დავაში
პირველ ადგილზეა.