ბრიუსელში დღეს
ევროკავშირის ლიდერები
შეიკრიბებიან და, სხვა
საკითხებთან ერთად,
საქართველოზეც
ისაუბრებენ, - ამის შესახებ
ინფორმაციას ევროკავშირი
ავრცელებს."კონკრეტული
მოვლენების
გათვალისწინებით,
ევროკავშირის ლიდერებმა,
შესაძლოა, განიხილონ
საგარეო პოლიტიკის
კონკრეტული საკითხები, მათ
შორის, საქართველოსა და
მოლდოვაში განვითარებული
მოვლენები", - ნათქვამია
ინფორმაციაში.ამასთან,
ევროკავშირის ლიდერები
დღევანდელ შეხვედრაზე
უკრაინასთან, ახლო
აღმოსავლეთთან,
მიგრაციასა და საგარეო
პოლიტიკასთან
დაკავშირებულ სხვა
საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეხვედრაზე მიწვეულია
უკრაინის პრეზიდენტი,
ვოლოდიმირ ზელენსკი,
რომელიც უკვე ბრიუსელში
იმყოფება.