ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Primetime.ge 7 საათი წინ 6
ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც საცეკვაო ღონისძიებაზე სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.18 წლის აქსელ რუდაკუბანამ აღიარა, რომ გასული წლის ივლისში, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, გოგოები მოკვლა და კიდევ 10 ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა.ინგლისის კანონმდებლობამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა არ დაუშვა, რადგან აქსელ რუდაკუბანა თავდასხმის დროს არასრულწლოვანი იყო. თუმცა, მოსამართლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ოდესმე გაათავისუფლონ.ცნობისთვის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა მთელი ბრიტანეთი მოიცვა და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი დაპირისპირება გამოიწვია. მათ შორის, დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორისაც მოხდა, რომლებიც წესრიგის აღდგენას ცდილობდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია