
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდ რონალდოს სთხოვეს, რომ თავისი თავი კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთვის შეედარებინა.
პორტუგალიელთან შედარებისას ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ ის სჯობს, მესიზე კითხვის დასმისას კი ცოტა დაფიქრდა და თქვა, რომ არგენტინელი მასზე უკეთესია.
რონალდომ რამდენიმე დღის წინ კარიერაში ყველაზე ცუდი თანაგუნდელიც დაასახელა და ასეთად დანიელი ტომას გრავენსენი მიიჩნია, რომელზეც აღნიშნა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა ძალიან უხეში.