ბორჯომში, თორის N6-ში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

Primetime.ge 2 თვის წინ 41
ბორჯომში, თორის N6-ში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება
მიმდინარე წელს ბორჯომში, თორის N6-ში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება, - ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.„საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია