საგარეო პოლიტიკისა და
უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა ჟოზეფ
ბორელმა განაცხადა, რომ
დღეს ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრებთან გასამართ
შეხვედრაზე ის
წინადადებით გამოვა, რომ
საქართველოსთვის 100
მილიონი ევროზე მეტის
გამოყოფა გაყინოს.მისი
თქმით, ეს ფული საქართველოს
მთავრობის ნაცვლად
ქვეყანაში მომუშავე
„სამოქალაქო
საზოგადოებას“ უნდა
გადაეცეს.„ჩვენ ყველანი
განვიხილავთ საქართველოს.
მიღებული იქნება
კონკრეტული
გადაწყვეტილებები. მე
შევთავაზებ შეჩერდეს
მთავრობის დახმარების
პროგრამების
მნიშვნელოვანი ნაწილი. 100
მილიონ ევროზე მეტი
გაიყინება და მთავრობის
ნაცვლად ჩვენ მას
სამოქალაქო ორგანიზაციებს
მოვახმართ“, - განუცხადა
ბორელმა ჟურნალისტებს
შეხვედრის
დაწყებამდე.გარდა ამისა,
ბორელმა აღნიშნა, რომ
ევროკავშირი გააგრძელებს
საქართველოს მოსახლეობის
მხარდაჭერას. მისი თქმით,
გაწევრიანების პროცესი
შეწყდება მანამ, სანამ
საქართველო არ
დაუბრუნდება
ევროინტეგრაციის კურსს.