საკუთარი ამომრჩევლების
მოტყუება, რომ თითქოს მათ,
ამერიკისგან რაიმე
მხარდაჭერა აქვთ ისეთივე
ტყუილია, როგორც დანარჩენი
სხვა ტყუილი, რომელიც
არაერთხელ მოგვისმენია
ოპოზიციისგან, - განაცხადა
„ქრონიკასთან“ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ,
უმრავლესობის წევრმა
ვლადიმერ ბოჟაძემ.„ჩვენ
ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი,
რომელიც ფოიედან ეკრანზე
უყურებდა პრეზიდენტი
ტრამპის ინაუგურაციას,
ვნახეთ ოპოზიციის
ლიდერები, რომლებიც ქუჩაში
იყინებოდნენ იმისათვის,
რომ უბრალოდ ტერიტორიაზე,
ახლოს ყოფილიყვნენ და
ასევე ვნახეთ ოპოზიციის
ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც
კალათბურთის დარბაზში,
ეკრანზე უყურებდა
ინაუგურაციას. ეს კიდევ
ერთხელ მიუთითებს, რომ მათ
ინაუგურაციაზე არავინ
ეპატიჟებოდათ, მათ
ისარგებლეს ისე, როგორც 100
ათასობით ადამიანმა“, -
აღნიშნა ვლადიმერ
ბოჟაძემ.20 იანვარს დონალდ
ტრამპმა ფიცი დადო და
ოფიციალურად შეუდგა
ამერიკის პრეზიდენტის
მოვალეობების შესრულებას.