ბონოს აპლიკაცია – მომხმარებლის ლოიალობის ზრდისთვის

News.ge 3 თვის წინ 41
ბონოს აპლიკაცია – მომხმარებლის ლოიალობის ზრდისთვის

სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა პლატფორმა, რომელმაც ლოიალობის პროგრამის სრულიად ახლებური გამოცდილება შექმნა.
ბონოში რეგისტრაციას სულ 30 წამი სჭირდება, რის შემდეგაც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდში უკვე დაგროვილი ქულები ერთ აპლიკაციაში უერთიანდებათ. ჯამური ქულების დახარჯვა კი ბონოს ნებისმიერ პარტნიორ ბრენდში ხდება შესაძლებელი.
ბონოს პარტნიორი ბრენდების ექსკლუზიური შეთავაზებები ერთ ციფრულ სივრცეშია თავმოყრილი, ამიტომ მომხმარებელს შეუძლია ეს შეთავაზებები ერთმანეთს მარტივად შეადაროს, უფრო მეტი ქულა დააგროვოს და გაერთიანებული ქულები გონივრულად დახარჯოს, როგორც ერთიანად, ასევე – ნაწილ-ნაწილ.
ბონო ამ კონცეფციით თანაბარი წარმატებით ჰპასუხობს როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის საჭიროებებს. მომხმარებელს უკვე ერთ აპლიკაციაში შეუძლია დააგროვოს და დახარჯოს თავისი საყვარელი და ყველაზე ხშირად მოხმარებადი ბრენდების ქულები. ბიზნესს კი დამატებითი არხი უჩნდება მომხმარებლის ლოიალობის გასაძლიერებლად და გაყიდვების გასაზრდელად.
ბაზარზე გამოჩენიდან ბონოს აპლიკაციაში მალევე გაერთიანდნენ მომხმარებლების საყვარელი ბრენდები სხვადასხვა სექტორიდან: ავერსი, მინისო, ელიტი, ვულე-ვუ, ამბოლი, სალამანდრა, ზარაფხანა, თორელი და სხვები.
ბონოსთან დამეგობრება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია – ვისაც ჯერ სულაც არ აქვს, ან ვინც უკვე წარმატებით იყენებს ლოიალობის პროგრამას.
ბიზნესებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დამოუკიდებელი ლოიალობის პროგრამის შექმნის რესურსი, ბონოს მარტივი და მომხმარებელზე მორგებული აპლიკაცია მოქნილი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის.
ბონოში ჩართვით კომპანიებს მათ მომხმარებლებზე და ტრანზაქციებზე სრული წვდომა ეძლევათ; რამდენი ახალი მომხმარებელი მოიზიდეს, რამდენი დაკარგეს, ვინ დადის ყველაზე ხშირად ან ხარჯავს ყველაზე მეტს, სხვადასხვა ასაკის ჯგუფებს რა პროდუქცია აინტერესებთ და ა.შ. ანალიტიკის პარალელურად ყველა პარტნიორ კომპანიას ექნება წვდომა ბონოს Adsmanager-ზე, სადაც მულტი-სექტორულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პერსონალიზებული შეთავაზებებით შეძლებენ გაყიდვების გაზრდას.
გახდი ბონოს პარტნიორი ბრენდი და შექმენი მომხმარებლის გრძელვადიანი ლოიალობა.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ბონოს გუნდს – *1177 ან info@bonoapp.ge

დეტალურად:

For Business

სრულად წაიკითხეთ სტატია