„ძალიან მნიშვნელოვანია
ის შედეგები, რომელიც
გვაქვს წყალმომარაგების
და წყალარინების
სისტემების
მშენებლობა-რეაბილიტაციასთან
მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3
წლის განმავლობაში
განხორციელებული
პროექტების შედეგად, 350
ათასზე მეტი ბენეფიციარი
ისარგებლებს 24 საათიანი
წყალმომარაგებით და ეს
ტემპი გრძელდება“, -
განაცხადა რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრმა, ირაკლი
ქარსელაძემ მთავრობის
სხდომის შემდეგ გამართულ
ბრიფინგზე.მინისტრის
თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა
ქალაქი იქნება
უზრუნველყოფილი 24 საათიანი
წყალმომარაგებით.
ქალაქების გარდა, 3 მილიარდ
ლარზე მეტი ღირებულების
პროექტები მიმდინარეობს
100-ზე მეტ მდებარეობაში, რის
შედეგადაც, დამატებით 300
ათას ადამიანს ექნება
წვდომა 24 საათიან
წყალმომარაგებაზე.ირაკლი
ქარსელაძემ, ასევე აღნიშნა,
რომ უკვე ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას ქალაქ
ვანში წყალმომარაგებისა
და წყალარინების ქსელის
მშენებლობის
ხელშეკრულებას.„მალე
დაიწყება ძალიან დიდი
პროექტი ვანისა და
ბაღდათისთვის, რომელიც
ითვალისწინებს
წყალმომარაგებისა და
წყალარინების ქსელის და
შესაბამისი გამწმენდი
ნაგებობების მშენებლობას.
დასკვნით ფაზაშია
პროცედურები
სამტრედიასთან
მიმართებაში, სადაც ასევე
დიდი მასშტაბის
სამუშაოები
დაიწყება,“-აღნიშნა
მინისტრმა.როგორც
მინისტრმა აღნიშნა, ძალიან
მნიშნელოვანია ეკოლოგიის
მხრივ თანამედროვე
გამწმენდი ნაგებობების
მშენებლობა და ასეთი ექვსი
მაღალტექნოლოგიური
გამწმენდი ნაგებობა
ქვეყანაში უკვე
ფუნქციონირება, 11
გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობა კი
მიმდინარეობს.