ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ - დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას

Primetime.ge 2 დღის წინ 12
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ - დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას
ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის მილოცვაშია აღნიშნული.როგორც მილოცვაშია ნათქვამი, დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს.შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით. დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე.დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას!საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს! გილოცავთ!“, – აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია