ბიძინა და ეკატერინა
ივანიშვილები სამძიმრის
წერილს ავრცელებენ,
რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:„ღრმა
მწუხარებას გამოვხატავთ
ცნობილი ქართველი
ბიზნესმენისა და
პოლიტიკოსის, ლევან
გაჩეჩილაძის
გარდაცვალების
გამო.ბატონი ლევანი
საქართველოს უახლეს
ისტორიაში უდავოდ იყო
ერთ-ერთი გამორჩეული
ფიგურა, რომელმაც ჩვენს
საზოგადოებას ერთიანობის,
შეუპოვარი ბრძოლისა და
სამშობლოს სიყვარულის
მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე
რთულ დროს უჩვენა.ჩვენს
ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი
ხნის მეგობრული და
ნათესაური ურთიერთობა
აკავშირებს. სამძიმარს
ვუცხადებთ ლევან
გაჩეჩილაძის ოჯახს,
მეგობრებსა და ახლობლებს
ამ დიდი დანაკარგის
გამო.ბიძინა და ეკატერინა
ივანიშვილები“,- ნათქვამია
სამძიმრის წერილში.