“ბიძინა გუჯაბიძე, ვიდრე შენ ახალგაზრდებს ამეცადინებ, რატომღაც შენ მაგივრად მე მაცნობეს, რომ მეორედ დაგიმსახურებია 5000 ლარიანი ჯარიმა” (ვიდეო)

News.ge 3 თვის წინ 18
“ბიძინა გუჯაბიძე, ვიდრე შენ ახალგაზრდებს ამეცადინებ, რატომღაც შენ მაგივრად მე მაცნობეს, რომ მეორედ დაგიმსახურებია 5000 ლარიანი ჯარიმა” (ვიდეო)
“ბიძინა გუჯაბიძე, ვიდრე შენ ახალგაზრდებს ამეცადინებ, რატომღაც შენ მაგივრად მე მაცნობეს, რომ 2 მარტს, გურიის სამაშველო აქციიდან პირდაპირ რუსთაველის აქციაზე მისულს ადმინისტრაციული წესი დაგირღვევია და მეორედ დაგიმსახურებია 5000 ლარიანი ჯარიმა.
პ.ს. ოქმის გადმოცემა მოხდა ჩემთვის სრულიად გაუგონარი და დაუშვებელი ფორმით.
1.55- უცხო ზარი ვინმე მინდია კახიძისგან. მესენჯერით ვმუშაობდი კოლეგასთან. ვიდრე აღება შევძელი, გაითიშა.
1.56- იგივე ზარი: – ქალბატონო მარინა, მისამართზე ვარ, გზავნილი უნდა გადმოგცეთ. მე: რა გზავნილი? ის: გამოხვალთ და ნახავთ, რაც არის. (ისევ თვითონ თიშავს).
არანაირ გზავნილს არ ველოდები. ვურეკავ ქალიშვილს, რამე ხომ არა აქვს გამოწერილი მარაზიიდან. ვაგრძელებ მუშაობას კოლეგასთან ერთად.
2.44 – ჩემდა გასაკვირად ისევ ის მინდია რეკავს (ამდენი ხანი ჭიშკართან მიცდიდა თურმე ოთხი კაცი): მოკლედ, პოლიციიდან ვართ და ოქმი უნდა ჩაგაბაროთ. მე: კი მაგრამ, ახლა მეუბნებით მაგას? ის: გამოხვალთ? მე: გამოვალ, რა თქმა უნდა…

დანარჩენი ვიდეოში ნახეთ!” -წერს სოციალურ ქსელში ალპინისტის, მეკლდეურის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია