ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური პლატფორმა არ არსებობს, რომელზეც დგას გახარია. ის ვერ ამბობს, რა უნდა მას და მის პარტიას. რისთვის არიან ოპოზიციაში, რა არ მოსწონთ მმართველი პარტიის

Primetime.ge 21 საათი წინ 20
ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური პლატფორმა არ არსებობს, რომელზეც დგას გახარია. ის ვერ ამბობს, რა უნდა მას და მის პარტიას. რისთვის არიან ოპოზიციაში, რა არ მოსწონთ მმართველი პარტიის
„ნაციონალურ მოძრაობის“ ფრაგმენტირებული ნაწილი, ვიღაც წვრილ-წვრილი ტიპები, აღშფოთდებოდნენ თუ არა საგამოძიებო კომისიაზე მისი მისვლის გამო, ამას გახარიასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გახარიას უნდოდა, რომ დაფიქსირებულიყო რაღაც მსხვილ მოთამაშედ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა, რომელმაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლის მიზეზი განმარტა.მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეკითხვების დროს გიორგი გახარიას სურდა წარმოეჩინა, რომ გუნდიდან არასამართლიანი მოპყრობის გამო წავიდა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა.„არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმე რამეს ვერ ხდება. მოსკოვში, ვაშინგტონში, ბერლინში თუ სხვა ქალაქშია განათლებამიღებული და მან აქ ვინმეზე მეტი იცის და ვინმე რამეს აქ ვერ ხვდება, ეს არავინ უნდა ჩათვალოს, მათ შორის არც გახარიამ და იმიტომაც არ გამოუვიდა. მის უკან სიმართლე არ დგას. პოლიტიკური პლატფორმა არ არსებობს, რომელზეც დგას გახარია. ის ვერ ამბობს, რა უნდა მას და მის პარტიას. რისთვის არიან ოპოზიციაში, რა არ მოსწონთ მმართველი პარტიის“, - განაცხადა გიორგობიანმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მის პარტიას პლატფორმა არ გააჩნიათ და საკითხებზე მხოლოდ ჭორაობენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია