
“სანდრო ცნობილაძეს ვიცნობ 30 წელიწადზე მეტი ხანია. აქედან 25 წელი ერთად გვიმუშავია. სანდრო – “პორნო მაგნატი” თუ სანდრო – “სექსუალური მანიაკ-შანტაჟისტი” ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს – ეს ამბავი გამომეპარა… სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება…” – წერს სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში და სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.