„ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვის პროცესი
დაწყებულია. ვიდრე
საკონსტიტუციო სარჩელი
მომზადდება, მანამდე,
პარლამენტში
დარეგისტრირდა კანონი,
რომელიც „ნაციონალური
მოძრაობის“ წესდების,
მიზნებისა და
შემადგენლობის იდენტური
პარტიების საქმიანობას
კრძალავს.პროექტის
ინიციირება ბიუროს
სხდომაზე დღეს მოხდება.
„ნაციონალური მოძრაობის“
გარდა კიდევ რომელი
პარტიები დაკარგავენ
ქართულ პოლიტიკაში
არსებობის უფლებას, ეს მალე
გაირკვევა.„ნაციონალური
მოძრაობის“
ანტიკონსტიტუციურად
გამოცხადების ინიციატივის
შესახებ ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა
და საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
მამუკა მდინარაძემ
განაცხადა. მისი
განცხადებით, „უკვე
აშკარაა, რომ პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის საბოლოო დასკვნა
მოგვცემს მყარ საფუძველს,
მივმართოთ საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს „ნაციონალური
მოძრაობისა“ და მისი
სატელიტი პარტიების
არაკონსტიტუციურად
გამოცხადებასთან
დაკავშირებით“. მამუკა
მდინარაძემ აღნიშნა, რომ
უკვე დაინიცირებულია
კანონპროექტი, რომელიც
ეხება ხსენებული
პარტიების მემკვიდრე
პარტიების
არაკონსტიტუციურად
გამოცხადებას, თუ პარტიის
საქმიანობის არსი,
გადაწყვეტილების მიმღებთა
პერსონალური შემადგენლობა
თუ საწესდებო მიზნები,
კოლექტიური „ნაციონალური
მოძრაობის“ საქმიანობის
არსის, პერსონალური
შემადგენლობის თუ
საწესდებო მიზნების
იდენტური იქნება.