
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის ყველა ბიულეტენი დაითვალა.
ქვეყნის ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რეფერენდუმზე, სადაც მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“, ამომრჩეველთა 50,46%-მა უპასუხა დიახ, წინააღმდეგი კი 49,54% იყო.
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილი, ალექსანდრე სტოიანოგლო გავიდნენ. მაია სანდუმ ხმათა 42,45%, ხოლო სტოიანოგლომ 25,98% დააგროვა.
1tv.ge