ეს ყველა გადაწყვეტილება
ერთიან კონტექსტში უნდა
იყოს წაკითხული და ეს არის
იმის გამოხატულება, რომ
საქართველოს ხელისუფლებას
2012 წლიდან მოყოლებული აქვს
თანმიმდევრული,
გააზრებული, გონივრული
სტრატეგიული ხედვა, თუ
როგორ უნდა მოხდეს ჩვენი
ქვეყნის ოკუპირებული
დეოკუპაცია და დევნილების
დაბრუნება და ეს არის ყველა
შესაბამისის
სამართლებრივი ზომების
სწორად გამოყენება, ყველა
წინა გადაწყვეტილება
აძლიერებს შემდეგ
გადაწყვეტილებას, -
განაცხადა იუსტიციის
მინისტრის მოადგილემ ბექა
ძამაშვილმა „დღის
ქრონიკაში“.„საზოგადოებისთვის
ცნობილია, რომ პირველი
ისტორიული გადაწყვეტილება
2021 წლის 21 იანვრის
გადაწყვეტილება, რომელიც 2008
წლის ომის საქმესთან
დაკავშირებით იყო
გამოტანილი. იქ დაადგინა
პირველად ევროპულმა
სასამართლომ, რომ
საქართველოს ტერიტორიები
არის რუსეთის მიერ
ოკუპირებული, ადამიანის
უფლების ყველა დარღვევაზე
პასუხისმგებელია რუსეთი
და ასევე მიუთითა ეთნიკური
წმენდის ნიშნებზე.ამის
შემდეგ იყო უკვე
განგრძობადი ოკუპაციის
საქმე, რომელშიც დადგინდა,
რომ ოკუპაცია არა მხოლოდ2008
წლის ომის დროს, არამედ ეს
ოკუპაცია არის
განგრძობითი და
განგრძობითად ამ
ოკუპაციის ფარგლებში
ყველა დარღვევა რაც
ოკუპირებული ტერიტორიის
ფარგლებში თუ საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ ხდება
რუსეთს მიეწერება
ნებისმიერი ადამიანის
უფლების დარღვევა.იყო
ასეთი ინდივიდუალური
საჩივრები, როგორიც დღეს
გამოვიდა. ცალკეული
მომჩივნები უჩიოდნენ,
როგორც რუსეთის
ფედერაციას, ისე
საქართველოს და ამ
საქმეებშიც, ისევე როგორც
დღევანდელ
გადაწყვეტილებში უკვე
დადასტურდა რუსეთის
მხრიდან ოკუპაციის ფაქტი 2008
წლის ომამდეც. ფაქტობრივად
წრეა შეკრული, ყველა ამ
გადაწყვეტილებით
ერთობლიობაში, რითაც
დასტურდება, რომ 90-იანი
წლებიდან მოყოლებული
აგვისტოს ომის დროს და
აგვისტოს ომის შემდეგაც
განგრძობითად რუსეთი
ახდენს საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციას
და პასუხისმგებლობა მას
ეკისრება ყველა ჩადენილ
დარღვევაზე.ჩვენ გვაქვს
სრული სურათი და
საქართველოს ხელისუფლებამ
ამ გააზრებული პოლიტიკით
სწორედ შეძლო ამ
სამართლებრივი
დოკუმენტების ევროპული
სასამართლოს თუ ჰააგის
სასამართლოს მეშვეობით
მიღება“, - აღნიშნა ბექა
ძამაშვილმა.იუსტიციის
სამინისტროში დღეს
ბრიფინგი გაიმართა, რა
დროსაც იუსტიციის
მინისტრმა, ანრი
ოხანაშვილმა განაცხადა:
„საქართველოს
ხელისუფლებამ სტრასბურგში
მორიგი გამარჯვება
მოიპოვა, რომლითაც
ოკუპირებულ აფხაზეთში
საკუთრების უფლების
დარღვევაზე სრული
პასუხისმგებლობა რუსეთს
დაეკისრა“.