
“დღეს ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-მ უზბეკეთში პატივი მიაგო თემურ ლენგის ძეგლს. ასეთი სასტიკი დამპყრობელი საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში ალბათ კიდევ ერთი ყავდა – შაჰ აბასი.
თუ იცით 12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლის დღე რატომ არაა დასვენების დღე და ეროვნული დღესასწაული? იმიტომ რომ თურქეთია ამის წინააღმდეგი, თურქ-სელჩუკებთან გამარჯვებას ეროვნულ დღესასწაულად ვერ გამოაცხადებთო.
2021 წელს ერთი გრამი არაფრით აღინიშნა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ უნდოდა ეს.
შარშან იმავე მიზეზით არ აღინიშნა არც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი.
ხინკალი, ხაჭაპური, წინწყარო, ღვინო, ფეხბურთი, იოანე ზოსიმე – ეს ნაციონალიზმის ის ლიმიტებია, რომელიც სსრკ-მ დაგვიწესა. დამოუკიდებელ საქართველოში უთავმოყვარეო და უზურპატორმა ხელისუფლებამ ხელახლა დაგვიწესა იგივე.
რატომ არიან ესენი რუსები? ამიტომ!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტის დროს, უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, სადაც თემურლენგის ქანდაკებაცაა, გვირგვინით შეამკო – ფოტოს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.