“ბეტისთან” მატჩში დანი ოლმომ კბილი დაკარგა

News.ge 1 კვირა წინ 37
“ბეტისთან” მატჩში დანი ოლმომ კბილი დაკარგა

ლა ლიგის მე-16 ტურში, სევილიაში “ბეტისთან” ფრედ დასრულებული მატჩისას (2:2), “ბარსელონას” ნახევარმცველმა დანი ოლმომ მეტოქის მცველთან, მარკ ბარტრასთან (ბარსას ყოფილი ფეხბურთელია) ბურთზე ბრძოლისას კბილი დაკარგა. ეს 30-ე წუთზე მოხდა, დანიმ ამოვარდნილი კბილი მოძებნა და “ნივთმტკიცებულების” სახით მსაჯს წარუდგინა. ის მე-60 წუთზე ფრენკი დე იონგმა შეცვალა.
26 წლის დანი კატალონიურმა კლუბმა ზაფხულში “ლაიფციგისგან” 55 მილიონ ევროდ შეიძინა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სრულად წაიკითხეთ სტატია