
სანთელი
კარგად მეყოლეთ,
მე მივდივარ,
ნურც გამიხსენებთ.
მე რომ
თქვენგან დავისვენებ,
თქვენც დაისვენებთ.
ნუ გამიხსენებთ,
მე მივდივარ,
დაუბრუნებლად,
მე თქვენს ბუნებას
ვერ მივუხვდი,
თქვენ
ჩემს ბუნებას.
უკანასკნელი
ყოველი დღე ,
ყოველი ღამე.
არაფერი
არ იცვლება,
ერთიც კი რამე.
მე მივდივარ,
ნუ დავიწყებთ,
ახლა თავიდან,
ოთხი სტროფია
საკმარისი,
რასაც აიტანთ.
მე მივდივარ,
ვერ ვეხებით
გულის ფიცრებით,
რაკი
ვერავინ შევცვალე,
მე შევიცვლები.