ევროპის საბჭოს
გენერალური მდივნის ალენ
ბერსეს განცხადებით,
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარესთან,
ბიძინა ივანიშვილთან
შეხვედრაზე საუბარი
ეხებოდა იგივე თემებს,
რომლებიც სხვა
შეხვედრებზე იყო
განხილული.მან განხილულ
თემებს შორის დაასახელა
ყველა მხარის, მათ შორის
ევროპის საბჭოს
პასუხისმგებლობა.„ჩვენ
ოთხშაბათს გვქონდა
შეხვედრა. იგივე
ელემენტებს ეხებოდა ეს
შეხვედრა, რასაც სხვა
შეხვედრები - საქართველოში
არსებულ სიტუაციას, ამ
სიტუაციის განვითარებას
ბოლო თვის განმავლობაში.
ვისაუბრეთ, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია
საქართველოს ყოფნა
ევროპულ ოჯახში, ასევე
არსებულ ვალდებულებებზე,
რეალობაზე, ასევე ყველა
მხარის
პასუხისმგებლობაზე, მათ
შორის, ჩვენი - ევროპის
საბჭოსი, რომ ვიმუშაოთ
ყველა წევრ
სახელმწიფოსთან იმისთვის,
რომ საქართველომ ევროპულ
გზაზე გააგრძელოს სიარული.
ეს იყო. ძირითადად ეს იყო
თემატიკა ჩვენი საუბრის. რა
თქმა უნდა, გარკვეული
კითხვის ნიშნები,
პრობლემები არსებობს, რაც
რეგიონში არსებობს,
საქართველოშიც იგივეა, ეს
არის დემოკრატიის, კანონის
უზენაესობის, ადამიანის
უფლებების დაცვა და ბატონ
ივანიშვილთანაც ზუსტად ამ
კონტექსტში გვქონდა
საუბარი“, - განაცხადა ალენ
ბერსემ.