„გახარია –
საქართველოსთვის“
აღმასრულებელი მდივანი
ბერდია სიჭინავა აცხადებს,
რომ აზრთა სხვადასხვაობაა
დოკუმენტთან
დაკავშირებით, რომელზეც
ოპოზიცია და სალომე
ზურაბიშვილი არჩევნებთან
დაკავშირებით
მუშაობენ.როგორც
სიჭინავამ აღნიშნა, ბევრი
ნიუანსია, რაზეც ოპოზიციურ
პარტიებს ერთმანეთთან და
მათ შორის, სალომე
ზურაბიშვილთან
განსხვავებული
მოსაზრებები აქვთ.მისივე
თქმით, აღნიშნულ
დოკუმენტზე მუშაობას
ორი-სამი კვირა
დასჭირდება.„დოკუმენტი არ
შემდგარა. ზოგად
პრინციპებთან
დაკავშირებით იყო
შეთანხმება. აზრთა
სხვადასხვაობა არსებობს,
მათ შორის, საარჩევნო
საკითხებთან,
საერთაშორისო
ადმინისტრირებასთან,
ძველი თუ ახალი წესით
ჩატარებასთან
დაკავშირებით. ბევრი
ნიუანსია, რაზეც ოპოზიციურ
პოლიტიკურ პარტიებს,
კოალიციებს და ჩვენს
პარტიას განსხვავებული
მოსაზრებები გვაქვს
ერთმანეთისგან და მათ
შორის, სალომე
ზურაბიშვილთან. ასე რომ,
ბევრ საკითხთან
დაკავშირებით ვსაუბრობთ,
თუმცა ფუნდამენტური
პრინციპი არის ის, რომ
თავისუფალ და სამართლიან
გარემოში ჩავატაროთ
არჩევნები. ჩვენი
უმთავრესი მოთხოვნაა, არა
მხოლოდ ახალი არჩევნების
თარიღის დანიშვნა, არამედ
ისეთი სამართლიანი და
თავისუფალი გარემოს
უზრუნველყოფა, რომ
ჩატარებულ არჩევნებს აზრი
ჰქონდეს. ამიტომ მოუკვლელი
ნადირის ტყავს არ ვფლობთ
ჩვენ ჯერ. ჩვენ ჯერ
ვმუშაობთ, რომ ნორმალური
საარჩევნო გარემო მივიღოთ
და მერე ვიმუშაოთ
არჩევნებზე. დეტალებთან
დაკავშირებით ჯერ საჯაროდ
საუბარი არ მგონია სწორი,
რადგან მუშა პროცესია.
განსხვავებული
მოსაზრებები არსებობს.
ალბათ რამდენიმე, ორი-სამი
კვირა დასჭირდება
დოკუმენტზე მუშაობას,
როგორ უნდა ჩატარდეს
ხელახალი არჩევნები“, –
განაცხადა ბერდია
სიჭინავამ.