ბელიაშვილის ქუჩაზე
არსებულ ნარჩენების
გადამტვირთ სადგურზე
ახალი ინფრასტრუქტურის
მშენებლობა და მტკვრის
ნაპირსამაგრი სამუშაოები
მიმდინარეობს.როგორც
თბილისის მერმა კახა
კალაძემ დღეს დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, პროექტის
მიზანია, დედაქალაქს
ჰქონდეს გარემოსთვის
უსაფრთხო, მოდერნიზებული
და ლოგისტიკურად უფრო
გამტარი გადამტვირთი
სადგური."პირველ რიგში,
ტერიტორიაზე განხორციელდა
მტკვრის ნაპირსამაგრი
სამუშაოები, შესაბამისი
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა კი აქტიურ
ფაზაშია. კერძოდ, ეწყობა
ცილინდრული ტიპის
დანადგარები საპრესი
მოწყობილობით, რაც
საგრძნობლად დააჩქარებს
და ოპტიმალურს გახდის
ნარჩენების გადატვირთვის
პროცესს, გაზრდის
ნარჩენების გადაზიდვის
ეფექტიანობას და
მოაწესრიგებს იქ არსებულ
ინფრასტრუქტურას. ასევე,
თანამშრომლებისთვის
შენდება საოფისე შენობა,
ეწყობა მოდერნიზებული
სამრეცხაო და
სპეცტექნიკისთვის
განკუთვნილი პარკინგი", -
განაცხადა მერმა.მისივე
თქმით, პროექტი ევროპის
რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკთან (EBRD)
გაფორმებული სასესხო
შეთანხმების ფარგლებში
ხორციელდება,
სამუშაოებისთვის კი,
დაახლოებით, 5, 5 მლნ ევრო
დაიხარჯება.