ბელგიის ლტოლვილთა და
მოქალაქეობის არმქონე
პირთა გენერალური
კომისრის ოფისი
საქართველოში ცალკეული
მედიასაშუალებებისა და
პოლიტიკური პარტიების
მიერ, მათი სახელით
გავრცელებულ ყალბ
ინფორმაციას ეხმაურება და
აცხადებს, რომ აღნიშნული
პოლიტიკური და მედია
ორგანიზაციების
წინააღმდეგ სამართლებრივ
დავას გეგმავენ.კერძოდ, 2024
წლის 1 ოქტომბერს,
საინფორმაციო სააგენტო
„ნეტგაზეთმა”,
„ტელეკომპანია პირველმა”,
ასევე , პოლიტიკურმა
პარტიებმა „დროა” და
„გირჩი”, ბელგიის სამეფოს
ლტოლვილთა და
მოქალაქეობის არმქონე
პირთა გენერალური
კომისრის ოფისის სახელით,
არჩევნებთან დაკავშირებით
ინფორმაცია
გაავრცელეს.გენერალური
კომისრის ოფისი სოციალურ
ქსელში გამოქვეყნებულ
პოსტში წერს, რომ CGRS
მთლიანად ემიჯნება
აღნიშნული წერილის
შინაარსს და ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ ის
გაყალბებულია.„სოციალურ
მედიაში გავრცელდა
არასამთავრობო
ორგანიზაცია BelGeo-ს პოსტი,
რომელიც მოგვიანებით
გაზეთმა „ნეტგაზეთმა“
გააზიარა. პოსტში
ნათქვამია, რომ CGRS ქართული
დიასპორის
წარმომადგენლებს
არჩევნებში მონაწილეობის
მიზნით რეგისტრაციისკენ
მოუწოდებს. ეს ინფორმაცია
სიმართლეს არ შეესაბამება.
CGRS არასოდეს გაავრცელებს
ასეთ ინფორმაციას. პოსტს
თან ერთვის წერილი,
რომელიც, პოსტის ავტორის
მტკიცებით, CGRS-ს ეკუთვნის.CGRS
მთლიანად ემიჯნება
აღნიშნული წერილის
შინაარსს და ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ წერილი
გაყალბებულია.
შესაბამისად, CGRS განიხილავს
შესაბამისი სამართლებრივი
ზომების მიღებას”, -
ნათქვამია კომისრის
ოფისის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.„დროამ“
სოციალურ ქსელში დაწერა,
რომ ბელგიაში მცხოვრებმა
ქართველმა ემიგრანტებმა
ბელგიის მიგრაციისა და
ლტოლვილების გენერალურ
კომისარიატს მიმართეს
კითხვით, რა მოხდება იმ
შემთხვევაში თუ არალეგალი
მიგრანტები არჩევნებში
მონაწილეობას მიიღებენ და
საკონსულო აღრიცხვაზე
დადგებიან, რაზედაც თითქოს
ბელგიის სამეფომ უპასუხა,
რომ აღრიცხვის პროცესი
ფარულია და მათ პრობლემა არ
შეექმნებათ.