ბევრმა ადამიანმა, რომელიც
ახლა ჩვენი
მოწინააღმდეგეა, უბრალოდ
არ იცის, არ გაუგია, ვერ
შეესწრნენ, რა იყო რეალური
რეპრესია 2003-2012 წლებში, –
ამის შესახებ თბილისის
საკრებულოს წევრმა, შალვა
ოგბაიძემ „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“ სხდომაზე
განაცხადა.შალვა ოგბაიძის
თქმით, ოპტიმისტურად არის
განწყობილი საგამოძიებო
კომისიის საბოლოო
დასკვნის მიმართ.„ბევრი
ჩემი ახლობელი გულწრფელად
მეკითხება, რას მოელი ამ
კომისიისგანო. საქმე ის
გახლავთ, რომ ძალიან ბევრი
ადამიანი, რომელიც ახლა
ჩვენი მოწინააღმდეგეა, 2003-2012
წლებში ექვსი, რვა, ათი,
თორმეტი წლის იყო და მათ
უბრალოდ არ იცოდნენ, არ
გაუგიათ, ვერ შეესწრნენ, რა
იყო რეალური რეპრესია
მაშინ. როგორ ხდებოდა
სახელმწიფოსთვის,
ხელისუფლებისთვის
მიუღებელი ადამიანის
რეპრესიულ რეჟიმში
ჩაყენება. არა მარტო მისი,
არამედ მისი ოჯახის
წევრებისთვის, ყველაზე
რბილი შეფასებით,
დისკომფორტის შექმნა.
ვიტოვებ ზომიერი
ოპტიმიზმის საფუძველს, რომ
ამ კომისიის მუშაობის
დამთავრების შემდეგ
საკმაოდ მძიმე დასკვნა
დაიდება, რომელიც
დააჩქარებს 2012 წლიდან
თავსმოხვეული
კოჰაბიტაციის შემდეგ
გარკვეული პროცესების
დამუხრუჭებას. ვსაუბრობ იმ
ადამიანების სახელითაც,
რომელთა მიმართაც
განხორციელდა ფინანსური,
ქონებრივი რეპრესია“, –
განაცხადა შალვა ოგბაიძემ.