პოლიტიკოსი,
„ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი
ქარდავა გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ
ქსელში
გავრცელდა.„წავიდა...
ზეციურ საქართველოში....
ბაჩუკი ქარდავა. როგორ
ვიფიქრებდი რომ ამას მე
ჩემი ხელით
დავწერდი...“,-წერს კატო
შინდაგორიძე.ბაჩუკი
ქარდავა 1989 წლიდან იყო
ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის წევრი. 1990 წელს
მუშაობდა
სანქტ-პეტერბურგის საოლქო
პროკურატურაში პროკურორის
თანაშემწედ.1991 წელს გახდა
ედპ-ის თავმჯდომარის
გიორგი ჭანტურიას
აპარატის უფროსი. 1993 წელს
ედპ-ის ახალგაზრდული
ორგანიზაციის ახალგაზრდა
ეროვნულ-დემოკრატის
(აედ-ის) დამფუძნებელი და
თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში
იყო საქართველოს
ახალგაზრდული
ორგანიზაციის ნაციონალური
საბჭოს პრეზიდიუმის
წევრი.1996 წელს გახდა ედპ-ის
მთავარი კომიტეტის წევრი
და ედპ-ის გაზეთის „ქართული
ქრონიკის“ რედაქტორი. 1999
წელს გახდა ედპ-ის
საზოგადოებრივ
ურთიერთობათა მდივანი,
ხოლო 2002 წელს - გენერალური
მდივანი და მთავარი
კომიტეტის პრეზიდიუმის
წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან
არის
ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის თავმჯდომარე.2020
წლიდან არის საქართველოს
მე-10 მოწვევის პარლამენტის
წევრი პარტიული სიით,
საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა —
გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშია“, რომელიც
2023 წელს დატოვა.