„ნეოლიბერალური კულტურის
ქმნადობა დასავლური
კულტურის უარყოფაზე, მისი
სახეხატების გარდაქმნაზე,
დასავლური ცივილიზაციების
ავტორიტეტების ნგრევაზე
და ამ ცივილიზაციების მიერ
აღიარებული
სოციო-კულტურული ნორმების
პროფანაციაზე დგას. ამის
უამრავი მაგალითი
შეიძლება მოვიყვანოთ,
განსაკუთრებით ბოლო
ათწლეულის მანძილზე,
მაგრამ ის რაც აგვისტოში
გათამაშდება
ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ
ბოულის სცენაზე, ალბათ ამის
კულმინაციური მაგალითია“,-
წერს ეროვნული
კინოცენტრის
ფილმწარმოების
დეპარტამენტის უფროსი
ბაჩო ოდიშარია სოციალურ
ქსელში.ოდიშარიას თქმით,
„საკულტო მიუზიკლში “იესო
ქრისტე სუპერვარსკვლავი”,
ქრისტეს როლს შეასრულებს
შავკანიანი ქვიარი ქალი.
შესაბამისად, ქრისტეს
შეუცვლიან მინიმუმ სქესს
და რასას. ეს არაა არც
კულტურის აპროპრიაცია, არც
პროვოკაცია, რომელიც
მანკიერი ტრადიციების
გადააზრებას ისახავს
მიზნად, ესაა საკრალურის
დესაკრალიზაციის აქტი,
ქრისტეს ფიქციურ
პერსონაჟად დაფუძნების
მცდელობა, რომელიც ისევე
შეიძლება იყოს
ინტერპრეტაციის საგანი,
როგორადაც აქციეს
მაგალითად ჯეიმს ბონდი ან
კაპიტანი
ამერიკა“.„ნეოლიბერალური
კულტურის ქმნადობა
დასავლური კულტურის
უარყოფაზე, მისი
სახეხატების გარდაქმნაზე,
დასავლური ცივილიზაციების
ავტორიტეტების ნგრევაზე
და ამ ცივილიზაციების მიერ
აღიარებული
სოციო-კულტურული ნორმების
პროფანაციაზე დგას. ამის
უამრავი მაგალითი
შეიძლება მოვიყვანოთ,
განსაკუთრებით ბოლო
ათწლეულის მანძილზე,
მაგრამ ის რაც აგვისტოში
გათამაშდება
ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ
ბოულის სცენაზე, ალბათ ამის
კულმინაციური მაგალითია.
საკულტო მიუზიკლში “იესო
ქრისტე სუპერვარსკვლავი”,
ქრისტეს როლს შეასრულებს
შავკანიანი ქვიარი ქალი.
შესაბამისად, ქრისტეს
შეუცვლიან მინიმუმ სქესს
და რასას. ეს არაა არც
კულტურის აპროპრიაცია
(რაზედაც ასე წუხს ხოლმე
ლიბერალური ფლანგი), არც
პროვოკაცია, რომელიც
მანკიერი ტრადიციების
გადააზრებას ისახავს
მიზნად, ესაა საკრალურის
დესაკრალიზაციის აქტი,
ქრისტეს ფიქციურ
პერსონაჟად დაფუძნების
მცდელობა, რომელიც ისევე
შეიძლება იყოს
ინტერპრეტაციის საგანი,
როგორადაც აქციეს
მაგალითად ჯეიმს ბონდი ან
კაპიტანი ამერიკა.
ლიბერალური შემოქმედებითი
ელიტა მსგავს გამოხტომებს
ვერასოდეს ბედავს
მაგალითად ისლამური
კულტურის წინააღმდეგ,
რადგან ასეთ შემთხვევებში
პასუხი მყისიერი და
ლეტალური ხასიათისაა.
საპირისპიროდ, საერთო
ღირებულებების დევალვაცია
თუ დასავლურ სოციუმში
პროგრესულ ნაბიჯად არ
ფასდება, ამას მოჰყვება
ტრადიციული გაუქმება
ნეოლიბერალური ჯგუფების
მხრიდან, სოციალური
გარიყვა, რასისტად,
ჰომოფობად, მოკლედ, ბნელ და
მოძალადე მენტალიტეტის
სუბიექტად გამოცხადება.
შესაბამისად,
ნეოლიბერალიზმის მიერ
შემოთავაზებული
“კულტურა”, რეალურად
კულტურის უარყოფაა, რაც
ნიშნავს იდენტობის
დაკარგვას, ისტორიის
ეროზიას, სოციალური
კავშირების გაქრობას,
ეთიკურ და მორალურ
გახრწნას და კულტურის
ჰეგემონიზაციას, რისი
შედეგიც კი არის პროგრესის
სახელით პროგრესის
სიკვდილი. მაგრამ
პრინციპში, რა შუაშია ეს
ყველაფერი საკულტო
მიუზიკლთან, რომელშიც
ქრისტეს როლს შავკანიანი
ქვიარი ქალი
განასახიერებს? მიუზიკლში
ხო მთავარია მსახიობი
კარგად მღეროდეს“- წერს
ოდიშარია.